20 აპრილი 2024,   10:14
ვრცლად
რუსთავში ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი გაიხსნა

რუსთავში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი გაიხსნა.

ახლად რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა და რუსთავის მერმა გახსნეს.

სკვერში, რომელიც წარსულში ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იყო, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე სისტემა, მოეწყო მწვანე საფარი და სარწყავი ქსელი, მოპირკეთდა ბილიკები.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 618 392 ლარით დაფინანსდა.

წლის ბოლომდე რუსთავში კიდევ ერთი ახალი სკვერის გახსნა იგეგმება.

დღის ამბები