19 აპრილი 2024,   23:42
ვრცლად
"წლების განმავლობაში ვგრძნობდით ამ სუნს, მაგრამ არ მიიჩნიეს მნიშვნელოვნად" - მეზობლები "თბილისი ენერჯის" უყურადღებობაში ადანაშაულებენ

გურამიშვილის გამზირის მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ და გაზის კომპანიამ უნდა აიღონ, რადგან, მათი თქმით, ბოლო პერიოდში ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა, მიმართვის მიუხედავად, გაზის კომპანიამ ფაქტზე რეაგირება არ მოახდინა.

"პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, ჩემი აზრით, "ყაზტრანსგაზს" მიუხედავად იმისა, რომ ის არის კერძო კომპანია, მან თავისი წილი პასუხიმგებლობა უნდა აიღოს და ასევე უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა სახელმწიფომ იმიტომ, რომ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ბერკეტი, მერამდენედ უნდა მოხდეს ასეთი აფეთქება? ასეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენოს საკუთარი მოქალაქეები. წლების განმავლობაში ვგრძნობდით ამ სუნს, გარედან იგრძნობოდა სუნი, მქონდა ყაზტრანსგაზის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, მაგრამ არ მიიჩნიეს ალბათ მნიშვნელოვნად, რადგან გაზის სუნი გარედან შემოდიოდა,"- ამბობს გურამიშვილის გამზირის ერთ-ერთი მცხოვრები.

აღსანიშნავია ისიც, რომ გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების ადგილზე მცხოვრები მეზობლების ნაწილი ბოლო პერიოდში ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის სუნის არსებობას უარყოფს.

დღის ამბები