25 აპრილი 2024,   12:11
ვრცლად
აფეთქება გურამიშვილზე - 2 დაშავებული კლინიკიდან გაწერეს 

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული ორი პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერეს. აღნიშნულ კლინიკაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ, ამ დროისთვის, ერთი პაციენტი რჩება. 

შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაც შეეხება მეოთხე დაშავებულს, ის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული და ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

"აფეთქების შემდეგ ჩვენთან შემოვიდა სამი პაციენტი, ამჟამად რჩება ერთი პაციენტი, ორი პაციენტი გაეწერა ამბულატორიული დახმარებით, რომელსაც ჰქონდა წინა მხრის და მტევნის ჭრილობები, ქირურგიული ჩარევის შემდეგ. ამჟამად, რჩება ერთი პაციენტი, რომელსაც აქვს თავის ტვინის შერყევა, აქვს ფალანგის მოტეხილობა, წინა მხრის ჭრილობა და გააგრძელებს სტაციონარულ მკურნალობას,"- განაცხადა ექიმმა.

დღის ამბები