25 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
"ხელისუფლება მაქსიმალურ კომფორტს უქმნის რუს ოკუპანტებს, რომ დაიწყონ და დაასრულონ უკანონო ბორდერიზაცია" - ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი

ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ბოძებს ამონტაჟებენ, ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლება ადასტურებს. ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, მათ "ბორდერიზაციის" ტერიტორიაზე მისვლის უფლებას არ აძლევენ.

"არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 100-120 მეტრია დარჩენილი შესაღობი, უკანონო ბორდერიზაცია განახლდა დღეს დილით.  შვიდკაციანი ჯგუფი დათო ქაცარავას ხელმძღვანელობით იყო ადგილზე, როგორც ყოველთვის 24 საათიან რეჟიმში ჩვენ ვპატრულირებთ ატოცში, მათ სცადეს საოკუპაციო ზოლთან გასვლა და როგორც ადრე გვქონდა დაგეგმილი, ბორდერიზაციის განახლების შემთხვევაში მშვიდობიანი ხერხებით წინ აღვდგომოდით ამ პროცესს, თუმცა პოლიციამ ისინი არ გაატარა. ასე რომ, ჩვენ ვდგავართ ფაქტის წინაშე, როდესაც ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურ კომფორტს უქმნის რუს ოკუპანტებს იმისთვის, რომ უკანონო ბორდერიზაცია დაიწყონ და დაასრულონ," -  განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" წევრმა ლაშა ბერულავამ.

ფოტოებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ავრცელებენ.

დღის ამბები