19 აპრილი 2024,   21:06
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის რეგიონული გასვლითი შეხვედრები - გიორგი გახარია გორში სპორტსმენებს  ​შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა სპორტსმენებისგან სპორტის სფეროში არსებული პრობლემები მოისმინა. მთავრობის მეთაურს შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი ინიციატივებიც გააცნეს. შეხვედრა გორში გაიმართა, სადაც გიორგი გახარიამ ყურადღება ქართველი სპორტსმენების მიღწევებზე გაამახვილა. 

"სპორტი, განსაკუთრებით ამ რეგიონში, თვითრეალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობა და კომპონენტია, ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით. დღეს ქვეყნისთვის, ჩემი დილეტანტის, არაპროფესიონალის დაკვირვებაა, რომ ინდივიდუალურ სახეობებში ჩვენი ბუნებით, კულტურით, ასე თუ ისე ნორმალურად მივდივართ, გუნდურ სახეობებში გვიჭირს, რაც კიდევ უფრო მეტს აჩვენებს იმას, რომ მასობრივი სპორტი არის ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა რეგიონული გასვლითი შეხვედრები გორიდან დღეს დაიწყო. ის უკვე ესაუბრა სამედიცინო სფეროში დასაქმებულებს. მანამდე კი პედაგოგებსაც მოუსმინა. შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.

"ჩვენი მომავალი თაობა და განათლების და პედაგოგის ყველაზე შინაარსობრივი ფუნქცია აქ მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა, რა თქმა უნდა, უნდა ეყრდნობოდნენ ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ხშირად კონსერვატიულ ფასეულობებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს ყველაზე წარმატებული და ყველაზე თვალსაჩინო და საჭირო ფასეულობების მიმართ. ამ ბალანსში არის თქვენი ყველაზე დიდი ფუნქცია და ყველაზე დიდი მისია," - აცხადებს გიორგი გახარია.   

დღის ამბები