23 აპრილი 2024,   13:47
ვრცლად
"კითხვები ეხებოდა მის მიერ მიღებულ ანაზღაურებას, მათ შორის, პრემიას" - დიმიტრი საძაგლიშვილი გიორგი გაბუნიას დაკითხვის შესახებ

"გამოკითხული ადამიანის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, რადგან არ არსებობს სისხლის სამართლის საქმე", - განაცხადა  გიორგი გაბუნიას ადვოკატმა. . საძაგლიშვილის თქმით, გამომძიებლებს აინტერესებდათ იღებდა თუ არა გაბუნია ანაზღაურებას "რუსთავი 2-ში" მუშაობის დროს.

"მასთან კითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოვალეობას ასრულებდა, აგრეთვე ანაზღაურებას იღებდა თუ არა გაწეულ შრომაში, ზოგადი კითხვები იყო, განსაკუთრებული არაფერი. კითხვები ეხებოდა მის მიერ მიღებულ ანაზღაურებას, მათ შორის, პრემიას. გამოკითხული ადამიანი მნიშვნელოვან ინფორმაციას არ ფლობს, რადგან საქმეზე სისხლის სამართლის საქმე არ არსებობს.  გამოკითხული ადამიანების მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი,"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2-ის" ყოფილი თანამშრომლების საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

დღის ამბები