20 აპრილი 2024,   19:15
ვრცლად
"ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ და არა ვინმეს წინააღმდეგ" - გახარია მედვედევის მუქარაზე

რუსეთის პრემიერ-მინისტრის მუქარას რუსეთის საზღვრებთან ნატოს მიახლოებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გორიდან გამოეხმაურა.

გახარიას თქმით, მსგავსი განცხადებები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან სიახლეს არ წარმოადგენს, ამაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი კი არის ის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისკენაა მიმართული:

"ეს არ არის ახალი და ჩვენ მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია. ამ განცხადებების საპასუხოდ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული და მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ და ის არავის ემუქრება. ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც და მათთან ერთად ვახდენთ ამ პოზიციის დეკლარირებას,  ეს პოზიცია გორის რაიონიდან განსაკუთრებით გასაგები და მისაღებია ყველა ნორმალური ადამიანისთვის, მაშინ, რაც ხდება ატოცში,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები