22 ნოემბერი 2019,   06:00
ვრცლად
ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მერიას სასტუმროებში გადაჰყავს

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზარალებული მოსახლეობა სურვილისამებრ თბილისის მერიას დროებით საცხოვრებლად სასტუმროებში გადაჰყავს. მანამდე კი ადგილობრივები დღეს დილას გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების დეტალებს ყვებიან.

"გაოგნებულები და შეშინებულები წამოვედით. ვერაფრის წამოღება ვერ მოვასწარით, როგორც თქვეს, ათი დღეო და მერე ალბათ გაირკვევა ან გაარემონტებენ შენობას ან რამეს იზამენ. ძალიან ძლიერი დარტყმა იყო. კიდევ კარგი, რომ კორპუსი არის ძლიერი და ამან გადაგვარჩინა,"- აცხადებენ "კურიერთან" ადგილობრივები.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რამდენიმე დღე კორპუსი, რომლის შენობაშიც აფეთქება მოხდა, საცხოვრებლად გამოუსადეგარია.

დღის ამბები