22 ნოემბერი 2019,   06:00
ვრცლად
"ბატონებო, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით, მიიტანეთ, რაც გაქვთ" - პრემიერი ე.წ. მუქარის წერილზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ პროკურატურაში მისატანად გამზადებულ ე.წ. მუქარის წერილს გამოეხმაურა. გახარია აცხადებს, რომ ის ემორჩილება კანონს და საჭიეროების შემთხევვაში მზად არის, გამოძიებას ჩვენება მისცეს.

"ასეთი განცხადებებით ვერავინ მე დისკომფორტს ვერ შემიქმნის და მოქმედების არეალსაც ვერ შემიზღუდავს. უბრალოდ, ხანდახან ღიმილს იწვევს თანმიმდევრულობაც, ლოგიკურობაც და ძალიან ბევრი რამ... აღარ შეიძლება ამ წერილზე საუბარი, ბატონებო, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით, მიიტანეთ, რაც გაქვთ,"- განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.    

შეგახსენებთ, როგორც გუშინ მამუკა ხაზარაძემ და მამუკა ჯაფარიძემ განაცხადეს, ისინი მზად არიან, სადავო წერილი პროკურატურას გადასცენ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტის უსაფრთოების დაცვის პროცესში ომბუდსმენი ჩაერთვება.

დღის ამბები