20 აპრილი 2024,   01:52
ვრცლად
"მათ ძალიან აშინებთ NATO-ს გაფართოება იმიტომ, რომ საქართველო იქნება დაცული" - გიგა ბოკერია მედვედევის მუქარაზე

დიმიტრი მედვედევის მუქარას, რომ  საზღვრებთან NATO-ს მიახლოების შემთხვევაში რუსეთი შესაბამისად იმოქმედებს, საქართველოს პოლიტიკურ წრეებში ეხმაურებიან. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, მსგავსი განცხადებები რუსეთის ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია.

"ტიპიური განცხადებაა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან, მათ ძალიან აშინებთ NATO-ს გაფართოება იმიტომ, რომ NATO-ს ​ გაფართოების და საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში საქართველო იქნება დაცული. პროპაგანდას აწარმოებენ საპირისპიროს და ამას იტაცებენ ჩვენთან პროპუტინური ძალები, რომ აი, შევეშვათ ნატოს, თორემ რუსეთი დაგვესხმევა თავზე. საქმე არის პირიქით, რუსეთი დღეს გვესხმის თავს, დღევანდელი მოვლენებიც არის ამის საბუთი, 2008 წელიც და მთელი ჩვენი ისტორიაც. NATO-ში გაწევრიანება გვჭირდება სწორედ იმისთვის, რომ ამის შემდეგ მათ თავდასხმა ვეღარ შეეძლებათ,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები