19 აპრილი 2024,   19:44
ვრცლად
"არავისთან დაპირისპირება არ გვსურს, მით უმეტეს სამხედრო და მით უმეტეს რუსეთის ფედერაციის აგრესიასთან" - ვოლსკი მედვედევის მუქარაზე

დიმიტრი მედვედევის მუქარას, რომ  საზღვრებთან NATO-ს მიახლოების შემთხვევაში რუსეთი შესაბამისად იმოქმედებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, საქართველოს საგარეო კურსი ემყარება სტაბილურობის და განვითარების პრინციპს და არ არის ვინმესთან სამხედრო დაპირისპირებისკენ მიმართული:

"ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ საგარეო კურსი უნდა შევცვალოთ, ვინაიდან ამ საგარეო კურსთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ემყარება იმ აუცილებლობას, რასაც ჰქვია სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება. ეს ორი დიდი ძალა ერთმანეთთან დაპირისპირებული, რა თქმა უნდა, თავის პოზიციებს არ დათმობს, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს სწორი პოზიცია ამორჩეული, ჩვენ მომხრე ვართ მოლაპარაკების, მშვიდობის და არანაირად არავისთან დაპირისპირება არ გვსურს, მით უმეტეს, სამხედრო და მით უმეტეს, რუსეთის ფედერაციის აგრესიასთან,"- განაცხადა ვოლსკიმ.

დღის ამბები