19 აპრილი 2024,   09:54
ვრცლად
"ყველა საშუალებას ვიყენებთ პროვოკაციის აღსაკვეთად" - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

ატოცში არსებულ ვითარებაზე უკვე შედგა სატელეფონო ზარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებების თანათავმჯდომარეებთან. ქართულმა მხარემ პარტნიორებს სთხოვა, პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, ყველა ზომა მიიღონ. ინფორმირებულია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიც.

"ყველა საშუალებას ვიყენებთ ამ პროვოკაციის აღსაკვეთად. პირველ რიგში, ეს მიმართულია ადგილზე უსაფრთხოების გარემოს ასარევად, რუსეთს ყოველთვის სურს ამყოფოს ადგილობრივი მოსახლეობა დაძაბულობაში და მთელი ქვეყანა. ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით ბარიერებს უქმნიან ერთმანეთთან საურთიერთობოდ,"- ამბობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე.

 

დღის ამბები