19 აპრილი 2024,   08:45
ვრცლად
"ეს არ არის ია-ვარდით მოფენილი გზა, საქმე გვაქვს ისეთ ვერაგ და ბოროტ სახელმწიფოსთან, როგორიცაა რუსეთი" - ბარამიძე მედვედევის მუქარაზე

ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი ბარამიძის თქმით, საქართველოს მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ ევროინტეგრაციის გზა ისეთი მეზობლის ყოლის პირობებში, როგორიც რუსეთია, ადვილი არ იქნება. ამის შესახებ განცხადება ბარამიძემ დიმიტრი მედვედევის მუქარის კომენტირებისას გააკეთა. რუსეთის პრემიერ-მინისტრი დაიმუქრა, რომ საზღვრებთან NATO-ს მიახლოების შემთხვევაში, რუსეთი შესაბამისად იმოქმედებს, მათ შორის სამხედრო გზითაც:

"ბუნებრივია, ეს არ არის ია-ვარდით მოფენილი გზა, ეს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არის რთული გზა და საქმე გვაქვს ისეთ ვერაგ და ბოროტ სახელმწიფოსთან, როგორიცაა რუსეთი, რომელსაც უნდა თავისი იმპერიის აღდგენა. თუ ჩვენ გვინდა ჩვენი თავისუფლების დაცვა, ეს არის გზა, რომ ჩვენ ვიყოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, გავწევრიანდეთ ნატოში და ევროკავშირში, თუ ჩვენ გვინდა, რომ დათვს ბაბაია დავუძახოთ და გალიაში ვიყოთ ჩაკეტილი და როგორც ცხოველებს საჭმელს გვაწვდიდნენ, მაშინ უნდა დავყაბულდეთ იმას, ადვილი გზა ჩვენთვის რუსეთის მეზობლობის პირობებში არ იქნება, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ქართველებმა არჩევანი," - განაცხადა ბარამიძემ.

დღის ამბები