16 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
ხმაური ავტობანზე - სამოქალაქო აქტივისტები ოკუპაციას აპროტესტებენ და ნატახტართან მაგისტრალის გადაკეტვას ცდილობენ

სამოქალაქო აქტივისტებმა ნატახტართან ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, ისინი ატოცში განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ.

"გზის გადაკეტვას არ ვაპირებდით გვინდოდა, რომ ზებრაზე გაგვეკეთებინა ერთგვარი აქცია პერფორმანსი, ვინაიდან აქ ხშირად დადიან მანქანები რუსული ნომრებით, გაგვევლო ბანერებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, გვინდოდა გვეჩვენებინა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომ მათი ქვეყანა ოკუპანტია და მათი პრეზიდენტი არის ოკუპანტი მკვლელი. ამის უფლებას არ გვაძლევს ქართული პოლიცია... საცობი შეიქმნას ჯობია ოკუპაციას,"- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

დღის ამბები