24 აპრილი 2024,   08:25
ვრცლად
ნინოწმინდაში მესაზღვრეებმა გარდაცვლილი მამაკაცი იპოვნეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, ე.წ. "გოლის მთებში", ქართველმა მესაზღვრეებმა მამაკაცი გარდაცვლილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი დახოცილი იპოვნეს. შემთხვევა 19 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. პირველადი ინფორმაციით, მწყემსს მეხი დაეცა.

მამაკაცს სხვა რეგიონიდან საქონელი საზაფხულო იალაღებზე ჰყავდა ჩაყვანილი.

"ადგილობრივი რომ არ არის, ბევრი დეტალი არ ვიცით. იქ დაუსახლებელი ადგილია, ამიტომ ვერავინ გაიგებდა. ისევ მესაზღვრეებმა იპოვეს. არ ვიცით რამდენი სული ჰყავდა ჩამოყვანილი და აქედან რამდენია დახოცილი. ისიც არ ვიცით, როგორ მოხდა, რომ მამაკაციც გარდაიცვალა და პირუტყვიც," - ამბობს ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები