ხმაური იყო დღეს დედაენის ბაღში - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა დღეს ფლი-მარკეტი გააპროტესტა.
სიტყიერი დაპირისპირება თბილისში "კანაექსპო 2019"-ზე პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" წევრების მიერ მარიხუანას აქსესუარების გაყიდვამ გამოიწვია.
თავდაპირველად "გირჩის" მოვაჭრეები მერიამ გააფრთხილა, რომ მათ მარიხუანას აქსესუარების გასაყიდად ნებასრთვა სჭირდებოდათ.
"უკანონოდ, შესაბამისი ნებართვის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე განთავსებულია დახლები. ახლა სიტყვიერად არიან გაფრთხილებულები, თუ განმეორდება, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად,“ - განმარტა მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა გიორგი ოსტიაშვილმა.
მოგვიანებით დედაენის ბაღში მმკ-ს აქტივისტები მივიდნენ. შელაპარაკება მართლმადიდებელ მშობელთა კვავშირის წევრებსა და გირჩის წარმომადგენლებს შორის მოხდა.
"მოვიდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან და კონკრეტულად რამდენიმე ადამიანს ეუბნებიან, რომ არ აქვთ ვაჭრობის ნებართვა. აქციის მიზანი იყო ადამიანებისთვის გვეჩვენებინა, რომ ვარსებობთ, ბიზნესები გვაქვს და ამ პროდუქტზე მოთხოვნა არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნაში ადამიანები მოიხმარენ მცენარე კანაფს,“ - განმარტა პოლიტიკური მოძრაობა ”გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
აღსანიშნავია, რომ გამოფენა-გაყიდვაში 20-ზე მეტი სხვადასხვა კომპანია მონაწილეობს.