24 აპრილი 2024,   04:08
ვრცლად
20 ივნისის მოვლენებს მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" კახეთში აპროტესტებს

20 ივნისის მოვლენებს მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" კახეთში აპროტესტებს. აქციის მონაწილეებმა თელავში ავტომანქანებით მსვლელობა მოაწყვეს.

ერეკლე მეფის მოედანზე სამოქალქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები შეიკრიბნენ.

"რუსეთის მხრიდან ოკუპაცია, ამ ხელისუფლების უმოქმედობა ან ხელშეწყობა პირდაპირ, უკანონობა, დემოკრატიის მსხვრევა, გავრილოვის ღამის დაზარალებულების მიმართ სისასტიკე და სპეცრაზმელების გამოშვება, ეს არის კასკადი პრობლემების, რომელსაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავუპირისპიროთ, მთელი წლის განმავლობაში პროტესტი ყველგან,"-განაცხადა -"ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ.  

ორგანიზატორების განცხადებით, აქციები ყოველი თვის 20 რიცხვში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. 

 

დღის ამბები