თელავში მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად აქციაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, აქციის მონაწილეები 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.
ორგანიზატორების განცხადებით, მათი მიზანი ხელისუფლების მშიდობიანი არჩევნების გზით შეცვლაა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას დღეს სიმბოლურად წითელი ბარათები უჩვენეს.
აქციის დაწყებამდე აქტივისტებმა თელავის ქუჩებში ავტომობილებით მსვლელობაც მოაწყვეს. აქციაზე პანკისში, სპეცოპერაცისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც იმყოფებოდა.
მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" სხვადასხვა რეგიონში აქციებს ყოველი თვის 20 რიცხვში გამართავს.