ლარის კურსის მძიმე მდგომარეობა და მისი ზეგავლენა ბიზნესზე - პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
ერთ-ერთი მთავარი თემა რის დაყენებასაც ბიზნესმენები პრემიერთან გეგმავენ ქვეყანაში, კონკრეტულად კი, თბილისის მერიასთან მიმართებით არსებული ბიუროკრატიაა.
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია მსგავს შეხვედრებში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების ჩართულობასაც მნიშვნელოვნად თვლის.
"სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები უნდა დაესწრონ ამ შეხვედრას და მოუსმინონ ბიზნეს სექტორი, უშუალოდ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს. არის გარკვეულწილად ბიუროკრატიის პრობლემაც. განსაკუთრებით თბილისის მერიასთან ურთიერთობაში და ყველაზე მტკივნეული ზოგადად, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ლარის კურსი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავიგო პრემიერისგან თუ რა მოლოდინები აქვთ მათ,“ - აღნიშნა ივა ჭყონიამ.