19 აპრილი 2024,   11:47
ვრცლად
ქურთმა სამხედროებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრიდან უკან დახევა დაიწყეს

ქურთმა სამხედროებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრიდან უკან დახევა დაიწყეს. ქურთულმა მხარემ ქალაქი რას ალ-აინი დატოვა, თუმცა ქურთი სამხედროები კვლავ რჩებიან კობანსა და ალ-დარბასიაში. ანკარა და ვაშინგტონი სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტაზე 17 ოქტომბერს შეთანხმდნენ. ერდოღანმა ქურთებს საზღვრის დატოვებისთვის 120 საათი მისცა. მას შემდეგ ორივე მხარე ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

დღის ამბები