მკვლელობა სვანეთში - ურთიერთშელაპარაკების დროს მესტიაში ცივი იარაღით ძმამ ძმა მოკლა. როგორც "კურიერს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დანა. ძმის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.