ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა. დაზარალებულს სამედიცინო დახმარება ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გაუწიეს. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით, შს სამინისტროს ინფორმაციით, 80 წელს გადაცილებული მოხუცი დააკავეს. როგორც "კურიერს" უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით დაიწყო. რაც ოჯახური კონფლიქტის დროს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.