23 აპრილი 2024,   14:30
ვრცლად
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის"“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია ვან ორდი გახდა

მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ აქციების მიყიდვის ნებართვა მისცა. საუბარია ჰოლანდიურ კომპანიაზე, რომელმაც გასულ წელს ანაკლიის პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები შეასრულა.

შეგახსენებთ,  კონსორციუმს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის კიდევ ერთი პოტენციური ინვესტორი "მერიდიან კაპიტალი“ ჰყავს წარდგენილი, რომელიც ამერიკული "კონტი ჯგუფის" ჩამნაცვლებლად მოიაზრება.

უწყებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა 29 ოქტომბრამდე აქვს. ანაკლიის კონსორციუმისთვის ვადების გახანგრძლივებაზე დღეს ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიიღო, პრაქტიკულად უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და კიდევ ერთი შანსი მისცა ინვესტორს წლის ბოლომდე გადავუვადეთ ხელშეკრულების მოშლის თარიღი. შესაბამისად ჩვენ დიდი იმედი გვაქს, რომ ინვესტორი იქნება კონცენტრირებული ეს დღეები სწორედ ვალდებულებების შესრულებაზე და წლის ბოლოს საბოლოო ჯამში დადებს შედეგს.

იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ანაკლიის პორტი, რომ მეტი დაგვიანება ჩვენთვის მიუღებელია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება ყურადღების გადატანა კონსორციუმთან ასოცირებული პოლიტიკოსების მიერ, სხვა უფრო პოლიტიკურ სიბრტყეში პოლიტიკურ პროცესსზე, მათ შორის გამოძიებასთან დაკავშირებული სხვადასხვა დეტალების სწორედ ახლა წარმოჩენით, როდესაც აქამდეც იყო ამის შესაძლებლობა, იმის ნაცვლად რომ 24-საათიან რეჟიმში იყვნენ კონცენტრირებულნი, თავიანთი ძირითადი ვალდებულებების შესასრულებაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით,"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

დღის ამბები