25 აპრილი 2024,   00:49
ვრცლად
კაზინოში მოწამლული ახალგაზრდების მდგომარეობა სტაბილურია

ამ დრომდე კლინიკაში რჩება ოთხი ახალგაზრდა, რომლებიც გლდანში მდებარე “ბეთლაივის” ერთ-ერთ ფილიალში ბუნებრივი აირით მოიწამლნენ.

კლინიკაში შეყვანისას გოგონებს თავბრუსხვევა და პირღებინება აღენიშნებოდათ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ინტენსიურ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას.

ადგილობრივების ინფორმაციით, გაზის მილი გლდანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაზიანდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჟონავდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები