12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში მატარებელი დაეჯახა, კვლავ მძიმეა. მოზარდს თავის ქალის ტრავმა და სხეულის დაჟეჟილობები აღენიშნება.
ექიმის ინფორმაციით, ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ის მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს. 12 წლის ბავშვს ჩქაროსნული მატარებელი მეტროსადგურ "გოცირიძის" ტერიტრიაზე გუშინ დაეჯახა.
"ქალა ფუძის მოტეხილობა, მცირე ზომის სისხლჩაქცევები მარცხენა საფეთქლისა და კეფის მიდამოში. ნეიროქირურგიული კუთხიდან გადაუდებლად ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. განაგრძობს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია," - აცხადებს ექიმი არჩილ აგლაძე.