20 აპრილი 2024,   05:11
ვრცლად
მაია ცქიტიშვილსა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურ დირექტორს პარლამენტში იბარებენ

მივლენ თუ არა მინისტრი მაია ცქიტიშვილი და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი პარლამენტში - მათ მთავარ საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატები იბარებენ.

დეპუტატების განცხადებით, აუცილებელია სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტის ირგვლივ დაგროვილ კითხვებს ამომწურავად, ღია ფორმატში გაეცეს პასუხები.

როგორც საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, ორივე მხარეს მიეცემა საშუალება საპარლამენტო სივრცეში, მათ მიმართ დასმულ კითხვებს უპასუხონ. გოგიჩაიშვილის თქმითვე, ეს ფორმატი ხელმისაწვდომი იქნება მედიისთვისაც.

დღის ამბები