აბრეშუმის გზის ფორუმი ოფიციალურად დღეს გაიხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2000-მდე დელეგატი მიიღებს.
ფორუმის მიზანია საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. ღონისძიებას ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან, ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის.
ფორუმს დაესწრება ბულგარეთის ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრი როსენ იელიაზკოვი.
"ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე საქართველოში პრემიერის მოწვევით. ფორუმზე განხილული იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება ევროპისა და აზიის დაკავშირებას კავკასიის გავლით. ფორუმზე ვიმსჯელებთ ხმელეთის, შავი ზღვის, კასპიის ზღვის მეშვეობით დაკავშირებაზე. განვიხილავთ ასევე ორმხრივ ურთიერთობებს, ურთიერთსასარგებლო პროექტებს, უმაღლესი დონის ვიზიტების მნიშვნელობას საქართველოსა და ბულგარეთს შორის," - აღნიშნა როსენ იელიაზკოვმა.