24 აპრილი 2024,   07:38
ვრცლად
ბესიკ შენგელია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ბესო შენგელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ჯანდაცვის სამინისტროსთან მისი დაკავების საქმეზე დაიკითხება. ბესო შენგელიას თქმით, საპატრული პოლიციამ იგი უკანონოდ დააკავა, რის გამოც მორალური ზიანის ანაზღაურებასა და პროკურატურისგან სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს.

"ჩემი დაკავება ცნონ უკანონოდ. დაისაჯონ ბრძანების გამცემი პოლიცილები, ყველა უკანონო ქმედება იქნება გასაჩივრებული ჩვენი მხრიდან,"- ამბობს ბესიკ შენგელია.

შეგახსენებთ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან რამდენიმე დღის წინ დევნილების მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ინციდენტი მოხდა, რის დროსაც ბესიკ შენგელია პოლიციამ დააკავა.

 

 

დღის ამბები