25 აპრილი 2024,   13:38
ვრცლად
პარლამენტი დღეს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენს - ოპოზიცია მიქაუტაძეს კვლავ აკრიტიკებს

პარლამენტში მოსამართლეების მოსმენა გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ, გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან დეპუტატებს კითხვები კანდიდატის კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით ექნებათ. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მიქაუტაძე ივანიშვილის ხელისუფლების მორჩილებით გამოირჩევა.

"ჩვენი კითხვები არის იმისკენ მიმართული, რომ საზოგადოებამ დაინახოს თითოეული კანდიდატის რეალური შესაძლებობები და ის, თუ რა ფიგურებს გვთავაზობს "ქართული ოცნება," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთო კახიძემ.

"ჩვენ ყველა კანდიდატს თანაბრად ვუდგებით. ჩვენი ამოცანაა ყველა კანდიდატთან მიმართებაში დავსვათ ის შეკითხვები, რომელიც საჭიროა რომ გაჟღერდეს," - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები