23 აპრილი 2024,   17:22
ვრცლად
მიტროპოლიტი იოანე შორენა თეთრუაშვილისგან მართულია - დეკანოზ მამალაძის ძმის პასუხი რუსთაველ მიტროპოლიტს

მიტროპოლიტი იოანე შორენა თეთრუაშვილისგან მართულია - ასეთია დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის შეფასება. თორნიკე მამალაძის განცხადებით, სასულიერო პირს საზოგადოება შეცდომაში მიზანმიმართულად შეჰყავს. პატიმრობაში მყოფი დეკანოზის ძმა ბრალდებებს იმ ექიმსაც უყენებს, რომელმაც დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნა მოამზადა.

"მხოლოდ მეუფე იოანეს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს თუ რა საკითხები იქნება წმინდა სინოდის სხდომაზე. ეს კიდევ ერთხელ იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი დისკრედიტაცია ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი აქტივობები გადაფარონ. ხარებავამ, რომელმაც მოაწერა ხელი, ექსპერტიზის ჩატარების დროს ჩემ ძმასთან საერთოდ არ ყოფილა, ამ ადამიანის მიმართ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული, ჩემი აზრით ის არის მოსყიდული," - ამბობს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე.

შეგახსენებთ, სინოდის წევრებმა, მათ შორის მეუფე იოანემ, აღნიშნეს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სინოდის სხდომაზე ბრალდებული დეკანოზის საკითხს არ განიხილავს. 

დღის ამბები