20 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
ნათია თურნავა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. უზბეკეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით თბილისს "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში ესტუმრა.

"საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც არის უზბეკეთი ისარგებლოს ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით. ჩვენი განვითარებული საპორტო და სარკინიგზო გზების მეშვეობით მათი ტვირთები გაცილებით მალე მიაღწევს ევროპულ ბაზრებამდე. ისინი ისწრაფვიან დივერსიფიკაციისკენ და საქართველო ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა," - განაცხადა ნათია თურნავამ.

უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ელიორ განიევი საქართველო უზბეკეთის ურთიერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა, რომელიც ბევრი ქვეყნის დაინტერესებას იწვევს.  ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განვიხილეთ. მისასალმებელია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა ბოლო 9 თვის განმავლობაში 15%-ით გაიზარდა, ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საქართველოს შთამბეჭდავი მიღწევები ტურიზმის სექტორში. ჩვენ გვინდა შევისწავლოთ საქართველოს გამოცდილება ტურიზმის კუთხით და ვითანამშრომლოთ როგორც ტურიზმის, ასევე ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროში," -აღნიშნა  ელიორ განიევმა.

დღის ამბები