თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე "აბრეშუმის გზის ფორუმის“ პარალელურად მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" საპროტესტო აქციას მართავს. ადგილზე ორგანიზაციის წევრებს მიტანილი აქვთ წარწერები რუსულ და ინგლისურ ენებზე - "ფეიკ პრემიერი", "რუსული ოცნება."
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი 20-21 ივლისის მოვლენებს და გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე დანიშვნას აპროტესტებენ.
ფორუმზე უკვე მივიდა გიორგი გახარია. პრემიერ-მინისტრს შენობაში "სირცხვილიას" ძახილის ფონზე მოუწია შესვლა, თუმცა აქციის მონაწილეებთან გახარია არ გაჩერებულა.
ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიცია.