25 აპრილი 2024,   08:48
ვრცლად
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი პარლამენტში მისვლას არ გამორიცხავს

"აბრეშუმის გზის" ფორუმი ოფიციალურად დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნა. განსახილველი სტრატეგიული პროექტებს შორის რა თქმა უნდა ანაკლიის პორტიც იქნება. 

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორის განცხადებით, ფორუმის დღის წესრიგში აუცილებლად დააყენებს ანაკლიის პორტის მშენებლობის ირგვლივ არსებულ პრობლემებს.

ლევან ახვლედიანის თქმით, არც პარლამენტში მისვლას გამორიცხავს, რომ საუბრები დროულად დასრულდეს და პორტის მშენებლობა გაგრძელდეს.

"ვაპირებთ შეხვედრას სხვადასხვა სტუმართან, ვაპირებთ ჩვენი გეგმების გაცნობას, პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. არის დაბრკოლებები, რომელიც ერთობლივი ძალებით უნდა გადავლახოთ ჩვენ და მთავრობამ, მარტო კონსორციუმი ამას ვერ გააკეთებს. აქედან გამომდინარე ჩვენ გვინდა, რომ გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე, ამისთვის ხორციელდება გარკვეული ნაბიჯები. მზად ვართ მივიდეთ პარლამენტში, ღიად ვისაუბროთ პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე," - აცხადებს ლევან ახვლედიანი.

დღის ამბები