20 აპრილი 2024,   18:10
ვრცლად
"სარფის" საბაჟოზე  ოქროს ნაკეთობის კონტაბანდული გადატანა აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით კონტრაბანდული ოქრო ამოიღეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი  "სარფი“-ს გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს  1.113 გრამი ოქროს ნაკეთობები.

წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები