20 აპრილი 2024,   14:28
ვრცლად
დადიანების მუზეუმის თანამშრომლები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პირველი ნოემბრიდან გაიფიცებიან

ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის 34-მა თანამშრომელმა ხელფასების მომატების მოთხოვნითა და გაფიცვის გაფრთხილებით ოფიციალურ უწყებებს წერილი გაუგზავნა.

მიმართვის ადრესატები პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, განათლების, სპორტის და კულტურის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია არიან.

როგორც მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მათ პრობლემაზე შესაბამისმა სტრუქტურებმა რეაგირება არ მოახდინეს.

"ეს არის ბოლო გაფრთხილება. ოფიციალურად ვეუბნებით მათ, რომ თუკი კონკრეტული რეაგირება არ იქნება, პირველ ნოემბერს დავიწყებთ გაფიცვას და არ შევწყვეტთ, სანამ არ მოგვიმატებენ ხელფასებს. იძულებულები ვართ ასე მოვიქცეთ”, - აცხადებენ თანამშრომლები.

თავის მხრივ, მუზეუმის დირექტორი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება სახელფასო ფონდს გადახედავს. ის თანამშრომლების მოთხოვნას ეთანხმება, თუმცა დასძენს, რომ გაფიცვა მუზეუმისთვის სწორი გადაწყვეტილება არ არის.

დადიანების მუზეუმის თანამშრომლებმა, რომელთა ხელფასი 250-დან 330-დან ლარამდეა, პირველი შეკრება 11 ოქტომბერს მოაწყეს და ხელისუფლებას აღნიშნული მოთხოვნით მედიის საშუალებით მიმართეს.

დღის ამბები