პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სხდომის დარბაზში არ შეუშვეს. მას ალტერნატივად სხდომის დარბაზის აივანი, ე.წ. "მალიორკა" შესთავაზეს, რაზეც დოლიძემ უარი განაცხადა.
"საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული მარცხენა ფლანგი და არიან დეპუტატები. რატომ არის ეს სიტუაცია შექმნილი?! ვითომ დემოკრატიული პროცესი, რომ არ ანერვიულდეს გიორგი მიქაუტაძე, ვინმემ არ დაუსვას კითხვა, რომელიც მას ცოტას გააოფლიანებს. ეს ახლა ვინმეს დემოკრატიად მიაჩნია? რომ იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელსაც ნანახი აქვს ეს პროცესი თავიდან ბოლომდე და ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქე, მე და ბატონი მოვედით აქ, არ გვიშვებენ დარბაზში? ძალიან სასაცილოა ეს ამბავი და ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი. "მალიორკაზე" დაჯდეს თვითონ აპარატის უფროსი და ირაკლი კობახიძე მოისვას გვერდზე,"- განაცხადა ანა დოლიძემ.