20 აპრილი 2024,   15:56
ვრცლად
ტოკიოში ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონია გაიმართა

ტოკიოში ახალი იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონია გაიმართა. სამეფო ცერემონია საიმპერატორო სასახლეში ჩატარდა. ცერემონიას 170 სახელმწიფოს 2000-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ახალი იმპერატორის ვინაობა მაისში გახდა ცნობილი, როცა 85 წლის იმპერატორი გადადგა და ტახტი შვილს, ნარუჰიტოს დაუთმო.

ახალ საიმპერატორო ეპოქას რეივა ეწოდება, რაც წესრიგს და ჰარმონიას ნიშნავს.

დღის ამბები