რუსეთში დარეგისტრირებული ინსტაგრამების ანგარიშები ფეისბუქმა დაბლოკა. რუსეთიდან მართული ანგარიშების მფლობელები თავს შტატების მოქალაქეებად ასაღებდნენ და ცდილობდნენ პოლიტიკური გზავნილების საშუალებით გავლენა მოეხდინათ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
როგორც ფეისბუქის დამაარსებელმა მარკ ცუკენბერგმა "NBC-ის" განუცხადა, რუსეთი, ჩინეთი და ირანი შტატების არჩევნებზე გავლენის მოხდენას ისევ ცდილობენ.
ფეისბუქმა ასევე შეაჩერა ირანში არსებული იმ ქსელების ანგარიშები, რომლებიც რუსულ ინტერნეტ კვლევის სააგენტოსთან იყვნენ დაკავშირებულნი.