25 აპრილი 2024,   13:21
ვრცლად
ახალი რეგულაციები სემეკში - რა გეგმები აქვს ნარმანიას

დავით ნარმანია სემეკ-ის თავმჯდომარის რანგში უფლებამოსილების შესრულებას ახალი რეგულაციების დაანონსებით იწყებს. როგორც მან "კურიერთან" განაცხადა, პირველი სხდომა უკვე დანიშნულია. 

"პირველი სხდომა უკვე დანიშნულია, სადაც როგორც სადავო საკითხებს, ასევე ახალ რეგულაციებს განვიხილავთ, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ. დღესაც და ამ კვირის მანძილზე ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება სხდომები და განვიხილავთ და გადავწყვეტთ ისეთივე ობიექტურობით, როგორც ამას სემეკ-ი აქამდე აკეთებდა", - აღნიშნა ნარმანიამ.

დავით ნარმანია სემეკ-ის კომისიის წევრის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა, ხოლო სემეკ-ის თავმჯდომარედ ოფიციალურად დღეს, 22 ოქტომბერს დაამტკიცეს. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მომდევნო სამი წელი სემეკ-ს სწორედ ის უხელმძღვანელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები