20 აპრილი 2024,   08:47
ვრცლად
"აიხლართნენ თავის ტყუილებში" - მამუკა მდინარაძე ე.წ. მუქარის წერილზე

ე.წ. მუქარის წერილსა და მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლების მიერ, დედანის პროკურატურისთვის გადაცემას მამუკა მდინარაძე ეხმაურება. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც სიცრუეს ლაპარაკობენ, თავად "იხლართებიან" ტყუილში. 

"არის უამრავი ანაბეჭდი, ყოველგვარი წესების დაცვით, დაულუქავი ფორმით. არ ვიცი მიზანი ამის ის არის თუ არა, რომ ეტყობა ვერ გაერკვიონ ვერაფერში პროკურატურის და ექსპერტიზის წარმომადგენლები. იმედია, მიუხედავად ამისა, ისინი გაერკვევიან. კლიენტებს ვეუბნებოდი ხოლმე ადრე, ადვოკატი როცა ვიყავი, რომ არ თქვათ ტყუილი, თორემ ამ ტყუილში თქვენ თვითონ აიხლართებით და მე მგონი, ამ მდგომარეობასთან გვაქვს რეალურად საქმე. ისინი აიხლართნენ თავის ტყუილებში" - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ე.წ. მუქარის წერილზე კვლევის ჩატარება რთული იქნება. საგამოძიებო უწყების ცნობით, tbc ბანკის დამფუძნებლების მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლა დაიწყო, თუმცა არის დაბრკოლებებიც. ერთ-ერთ ფაქტორად ის გარემოება სახელდება, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი. პროკურატურის ინფორმაციით, მასალები საპროცესო წესით უკვე დამაგრდა და დაილუქა.

დღის ამბები