20 აპრილი 2024,   09:50
ვრცლად
საქართველოს ტერიტორიებია ოკუპირებული და გვესმის ბრალდებები, რომ ჩვენ ვემზადებით პროვოკაციისთვის - არჩილ თალაკვაძე

მოსკოვის მიერ ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ გავრცელებულ მუქარის წერილს, ოფიციალური თბილის პასუხობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიებია ოკუპირებული და გვესმის ბრალდებები, რომ ჩვენ ვემზადებით პროვოკაციისთვის.

"საქართველოს ტერიტორიებია ოკუპირებული და გვესმის ბრალდებები, რომ ჩვენ ვემზადებით პროვოკაციისთვის. საქართველო ემზადება მშვიდობიანი გზით მხოლოდ იმისთვის, რომ ეკონომიკური გაძლიერების, დემოკრატიის გაძლიერების და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამისთვის ემზადება საქართველო,"- განაცხადა თალაკვაძემ.

"ადმინისტრაციულ ხაზთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნამ შესაძლოა, შეიარაღებული შეტაკება გამოიწვიოს", - განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. "უშიშროების კომიტეტი" ავრცელებს.

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ქართველი სამართალდამცველები არასტაბილურობის შექმნას ცდილობენ. შეზღუდულია აქტივისტების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების გადაადგილება. ოკუპანტების თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, ადგილზე არსებული სიტუაცია ობიექტურად შეფასდეს. 

დღის ამბები