06 დეკემბერი 2019,   04:41
ვრცლად
"შეიძლება დიდოსტატის მარჯვენა ჩაამთავრა ბატონმა პროკურორმა, ახლა მთვარის მოტაცებას დაეძებს" - მიხეილ კალანდიას ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი დასრულდა. პროცესზე დღეს 5 მოწმე გამოიკითხა, მათ შორის სამი არასრულწლოვანია.

როგორც პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, მოწმეებმა საქმისთვის მნიშვნელოვანი ჩვენებები მისცეს. რაც შეეხება ადვოკატს, ზურაბ თოდუა ამბობს, რომ მოწმეების ჩვენებები საქმისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს არ შეიცავს. მიხეილ კალანდიას უფლებადამცველი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სხდომების გასაჯაროებას ითხოვს. 

"შეიძლება დიდოსტატის მარჯვენა ჩაამთავრა ბატონმა პროკურორმა, ახლა მთვარის მოტაცებას დაეძებს, სად არის მოტაცებული მთვარე და ვინ დაწერა, ეგ არ ვიცი, მაგრამ მე მაქვს ასეთი იმედი, რომ გონიერი აზრი გაიმარჯვებს ამ პროკურატურაში და ამ სხდომას გახსნის. ანუ, ამ სხდომის დახურვა არის პირდაპირ წყლის დასხმა იმ ძალებზე, რომლებსაც არეულობა და დესტაბილიზაცია სურთ ქვეყანაში," - განაცხადა ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ. 

დღის ამბები