06 დეკემბერი 2019,   13:04
ვრცლად
20-21 ივნისის საქმე - გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ სპეცრაზმელს, საპატიმროში არც ერთი დღე არ გაუტარებია  

საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებზე ბრალდებული სპეცრაზმელის სასამართლო პროცესი გაიმართა. გიორგი ესიაშვილს გამოძიება აქციის მონაწილეების მისამართით, დამიზნებით, ახლოდან სროლას ედავება. სპეცრაზმელი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული და მას საპატიმროში არც ერთი დღე არ გაუატარებია

არსებითი განხილვის ეტაპზე დღეს ერთ-ერთი ექსპერტი მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო, თუმცა ის სხდომაზე არ გამოცხადდა.

დღესვე, ცნობილი გახდა ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგები, რომელიც სამხარაულის ბიურომ დადო. ექსპერტიზის შედეგებით დგინდება, რომ გიორგი ესიაშვილის მიერ ნასროლი ტყვიები ლეტალური არ ყოფილა.

სპეცრაზმელის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად აღიარებს იმ ბრალდებას, რომელსაც გამოძიება უყენებს და თავს დამნაშავედ სცნობს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს მასზე შერაცხულ ქმედებას. იგი თავს სრულად სცნობს დამნაშავედ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის არსებით განხილვა, წარმოდგენილი იქნა მტკიცებულება სასამართლოში ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, “ - ამბობს ადვოკატი, ზაზა არჩვაძე.

პროკურორის მტკიცებით, გიორგი ესიაშვილის მიმართ, სახელმწიფო ბრალდებამ გამოძიების საწყის ეტაპზევე, მისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, თუმცა, მოსამართლემ სახელმწიფო მბრალდებლის პოზიცია არ გაითვალისწინა და ის 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

დღის ამბები