16 აპრილი 2024,   21:47
ვრცლად
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას - ელიზაბეტ რუდი "რასმუსენის ფორმულას" გამოეხმაურა

შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი ნატოს მეხუთე პუნქტთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიას გამოეხმაურა. ელიზაბეტ რუდის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას.

"ამერიკის პოზიცია არის მტკიცე. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის განცხადებას, როდესაც ითქვა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი, ზოგიერთი კოლეგა საუბრობს იმაზე, რომ ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს და სწორედ ამას ეხმაურებოდა რასმუსენის ეს განცხადება. მე ვიტყოდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას," - განაცხადა ელიზაბეტ რუდმა

სექტემბერში თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე სტუმრად მყოფმა NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრისას აღნიშნა, რომ დროა საქართველოსა და ალიანსში იმსჯელონ ისეთი მექანიზმის შემუშავებაზე, რომელის მიხედვითაც, საქართველო ალიანსის წევრი გახდება ისე, რომ ნატოს წესდების მეხუთე მუხლი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდება.

დღის ამბები