07 დეკემბერი 2019,   20:06
ვრცლად
მოკლული სმიტების საქმე - რა წერია გასაიდუმლოებულ წერილში, რომელიც სმიტების ოჯახმა მკვლელობაში ბრალდებულს ციხეში გაუგზავნა

მარკ სმიტის დედის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილი წერილის არსებობა, მარიამ მარტიაშვილმა იცოდა. მისი თქმით, წერილთან ერთად იყო ბიბლიაც, რომელიც პატიმარს დაუტოვეს, ხოლო რას წერდა მოკლულის მშობელი კობაურის არც ოჯახმა და არც პატიმარმა არ იცის.

დედისთვის გაუგებარია რატომ დამალეს ეს ფაქტი, თუმცა მალხაზ კობაურის დედა დარწმუნებულია, რომ საქმეში ეს მტკიცებულება მნიშვნელოვანია. ვარაუდობენ, რომ შინაარსის გასაჯაროება სპეციალურ პენიტენციალურ სამსახურს არ სურდა.

პატიმრის წერილის შესახებ გვიან გაიგო სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ინტერესების დამცველმა. რას წერს მის დაცვის ქვეშ მყოფს დაზარალებული ოჯახი არ იცის, თუმცა მსჯავრდებულისგან მიღებული ინფორმაციით, მარკ სმიტის დედა კობაურს ეუბნება, რომ - თუ დამნაშავეა პატიობს, თუ არა დამნაშავეების დადგენაში დახმარებას სთხოვს.

სად წარადგენს მტკიცებულებად სპეციალური პენიტენციალური სამსახური განსაკუთრებული სისასტიკით მოკლულის დედის წერილს უცნობია, თუმცა უწყებაში ამტკიცებენ, რომ მალხაზ კობაურის სახელზე გამოგზავნილი წერილი, პატიმრის საქმეს ახლავს თან.

ხადას ხეობაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის საქმე საქართველოში დაიხურა, თუმცა უვადო პატიმრობა მისჯილი ბრალდებული ბრძოლას სტრასბურგში აგრძელებს. "კობაური საქართველოს წინააღმდეგ" - ასე ჰქვია საქმეს, რომლის მიხედვითაც ევროპულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დაირღვა თუ არა პატიმრის უფლებები და სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.

დაადგენს თუ არა განსაკუთებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ უფლებების დარღვევას სტრასბურგის სასამართლო ჯერჯერობით უცნობია, 19 წლის მწყემსი სპეციალური პენიტენციალური სამსახურის მერვე დაწესებულებაში უკვე მეორე წელია სასჯელს იხდის, მას უვადო პატიმრობა, ხადის ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების რაიან და ლორა სმიტების და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობისთვის მიესაჯა.

დღის ამბები