19 აპრილი 2024,   04:24
ვრცლად
"ეს საქართველოსა და რუსეთის სამართალდაცვითი ურთიერთობაა" - ელიზაბედ რუდი ჰაკერის ექსტრადირებაზე

საქართველოდან რუსეთში რუსი ჰაკერის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ურთიერთობების საკითხია და ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

"ეს არის სამართალდაცვითი სასამართლო ურთიერთობა, საქართველოსა და რუსეთს შორის, შესაბამისად ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ" - განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ძებნილი რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიცია რუსეთში დღეს განხორციელდა. იაროსლავ სუმბაევი საქართველოში 2018 წელს დააკავეს. რუსული მხარის ინფორმაციით, 2013-2014 წლებში ჰაკერები, მათ შორის სუმბაევი, ტუროპერატორებისგან მოპარული მონაცემებით რკინიგზის ფიქტიურ ბილეთებს აფორმებდნენ. გარდა ამისა, ჰაკერი ბრალდებულია გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობის შეკვეთის მონაწილეობაში. შიშკინა 2018 წლის 10 ოქტომბერს საკუთარ სახლთან მოკლეს.

დღის ამბები