19 აპრილი 2024,   01:44
ვრცლად
"მოხარული ვიქნებით, თუ ანაკლიის პროექტი ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება"- ელიზაბეტ რუდი

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეტ რუდის თქმით, ანაკლიის პორტზე აშშ-ის პოზიცია კვლავ უცვლელია და ამ პროექტს საქართველოსა  და რეგიონისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს. რუდის თქმით, აშშ მოხარული იქნება, თუ ეს პროექტი ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება:

"ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ამ პროექტთან მიმართებაში არის უცვლელი. ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ეს პროექტი განხორციელდება ამერიკული ინვესტიციით," - განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.

დღის ამბები