24 აპრილი 2024,   17:23
ვრცლად
"ციფრული თბილისი" - დედაქალაქი მულტიმედიურ ფესტივალს მასპინძლობს

ფრანგი ციფრული არტისტისა და ქართველი მუსიკოსის კოლაბორაცია 30 წუთიანი პერფორმანსისთვის. გიომ მარმენის და ქორძის შემოქმედებითი შეხვედრა შუქისა და მუსიკის მომაჯადოებელ სამყაროში მოხდა. წრეში მონიშნული 16 ლედ განათების ცენტრში მყოფი ორი არტისტის მუსიკალურ-ვიზუალური ჰარმონია
"ციფრული თბილისის" ფარგლებში გაჟღერდება

მულტიმედიური ფესტივალი, რომელიც წელს პირველად იმართება თანამედროვე ხელოვნების არტისტებს მასპინძლობს. გიომ მარმენი რომელიც ფესტივალის მონაწილეა, ციფრული არტისტი ნანტიდან გამოსახულებებს, კადრებსა და რიტმებს შორის კონტრასტულ კავშირებს ქმნის. ქორძის და ფრანგი არტისტის ახალი პროექტი, ფესტივალის ფარგლებში შემდგარი პირველი ერთობლივი ნამუშევარია.


გიომ მარმენი ფესტივალის ფარგლებში კიდევ ერთ ცნობილ პროექტს წარადგენს. ინსტალაციას - სახელწოდებით "სინათლე, მეტი სინათლე" - "ფაუსტი"-სა და ამავდროულად "ფერთა თეორიის"-ს, მისტიციზმისა და ოპტიკის მკვლევრის - გოეთეს უკანასკნელი სიტყვებიდან მოდის.
 
ციფრული თბილისი წელს 3 უცხოელ არტისტს და 15-მდე ქართველ ხელოვანს უმასპინძლებს. პროექტის ფარგლებში მიქაელ ლაფონტენისა და ქართველი ხელოვანების ერთობლივი ნამუშევრის პრეზენტაციაც გაიმართება. ეს არის თბილისის ციფრული, ინტერაქციული რუკა, რომელშიც გრაფიკა, ფოტოგრაფია, ხმა და ტექსტები ერთიანდება. ფესტივალის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების წარდგენა 25-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდება. საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ღვინის ქარხანა, თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი და კლუბი მტკვარზე "ციფრულ თბილისს" უმასპინძლებს.


პროექტი, რომელიც ფრანგულ მულტიმედიურ ფესტივალ სკოპიდონთან ერთად ხორციელდება საშუალებას მისცემს ქართველ და უცხოელ არტისტებს, რომ მათ შემოქმედებითი კოლაბორაცია მოახდინონ და თბილისი საერთაშორისო სახელოვნებო სცენისთვის მიმზიდველ პროფესიულ ცენტრად იქცეს.

დღის ამბები