25 აპრილი 2024,   02:11
ვრცლად
დიქტატორ ფრანკოს ცხედარი მავზოლეუმიდან მადრიდის სასაფლაოზე გადაასვენეს

ესპანეთში დიქტატორ ფრანკოს ცხედარი მავზოლეუმიდან მადრიდის სასაფლაოზე გადაასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს. ცერემონიალზე დასწრების უფლება მხოლოდ დიქტატორის ნათესავებს მისცეს. ცხედარი სასაფლაოზე ვერტმფრენით გადაასვენეს. ფრანკომ გასული საუკუნის 30-იან წლებში სამოქალაქო ომი დაიწყო, რასაც მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დიქტატორის რეჟიმის მსხვერპლთა ნაწილი მავზოლეუმშია დასაფლავებული. სამოქალაქო ომის შემდეგ ფრანკოს სამხედრო დიქტატურამ 36 წელი გასტანა.

დღის ამბები