19 აპრილი 2024,   06:50
ვრცლად
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ტრანსნაციონალური დანაშაულია - ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის პროკურორი

პროკურორი ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრალდების საქმეზე უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წევრებს დოკუმენტები შესასწავლად გადაეცათ მათთვის გასაგებ ენაზე - ამის შესახებ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორმა საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე მედიასთან ისაუბრა.

რაც შეეხება ექსპერტების მიერ ქართული კანონმდებლობის ცოდნასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს, პროკურორმა აღნიშნა, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია  ტრანსნაციონალური დანაშაულია და ასეთი შემადგენლობა მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებშიც აღნიშნული ექსპერტები საქმიანობდნენ.

პროკურორის თქმით, "ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა დაცვის მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლობის თაობაზე, რადგან საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ამ კონტექსტში არ მოქმედებს ჩვენი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა. მიგვაჩნია, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია კანონის დარღვევით და სწორედ ამიტომ ვითხოვთ ამ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას,"- აღნიშნა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

დღის ამბები